Posts

Showing posts from July, 2018

მერვე მოდულის რეფლექსია

ძალიან საინტერესო მოდული იყო.  მომეწონა კოლეგების მიერ შექმნილი რესურსები. უკვე მაქვს იდეები სასწავლო პროექტებზე, ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეების სურვილების და მათი ინტერესების გათვალისწინებით ვიმუშავებთ საინტერესო პროექტებზე. დიდი მადლობა ბატონ დათოს საინტერესო ტრენინგებისათვის.

პრეზენტაცია

პორტფოლიო

ნახეთ ჩემი პორტფოლიო

მეშვიდე მოდულის რეფლექსია

დღეს ჩვენ ვისწავლეთ ბმულების გაკეთების და დოკუმენტების რედაქტირების ფუნქციები. შევქმენით დოკუმენტი, პრეზენტაცია განვათავსეთ ბლოგზე.

სავარჯიშო პროტფოლიო

დააჭირეთ აქ და დაათვალიერეთ ჩემი პორტფოლიო https://drive.google.com/drive/my-drive

ტესტი საქქართველოს ტბებზე

იტვირთება...

მეექვსე მოდულის რეფლექსია

ამ მოდულზე ჩვენ ვისწავლეთ, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა ხელშეწყობის მიზნით. როგორ შევუწყოთ ხელი განსხვავებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებს და გავითვალისწინოთ მათი შესაძლებლობები. ვისწავლეთ ბუკლეტების შექმნა. ტრენინგზე მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს მოსწავლეებთან სწავლების პროცესში.

სავარჯიშო პრეზენტაცია

მეხუთე მოდულის რეფლექსია

ძალიან საინტერესო მოდული იყო. დეტალურად გავეცანით თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის პროექტზე მუშაობისას. შევიმუშავეთ შეფასებების გეგმები.

მეოთხე მოდულის რეფლექსია

ამ მოდულზე ვისწავლე, თუ როგორ გავუწიო ფასილიტაცია მოსწავლეებს პრეზენტაციის შექმ,ნაში.  პრეზენტაციის დასათაურება, სურათის განთავსება სლაიდზე,  სლაიდების დასათაურება და ა.შ.  ტრენინგზე მიღებულ ცოდნას აქტიურად გამოვიყენებ მოსწავლეებთან პროექტებზე მუშაობისას.

მესამე მოდულის რეფლექსია

ამ მოდულზე გავეცანი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დასმის ტექნიკას, შეფასების მსხვადასხვა მეთოდის გამოყენების სტრატეგიებს, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონს. მიღებულ ცოდნას გავუზიარებ მოსწავლეებს და კოლეგებს

მეორე მოდულის რეფლექსია

ამ მოდულმა მასწავლა როგორ განვსაზღვრო პროექტის მიზანი და როგორ გავუწიო მონიტორინგი სასწავლო მიზნების შედეგებს. როგორ შევძლო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, რათა ხელი შევუწყო მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.

პირველი მოდულის რეფლექსია

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. მოსწავლეთათვის სასწავლო პროექტზე მუშაობა რომ იყოს საინტერესო და სახალისო, მნიშვნელოვანია ისეთი აქტივობების შერჩევა, რაც მათ დაეხმარებათ  სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში, სასწავლო მიზნების მიღწევასა და მოსწავლეთათვის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.